ავტორი:

რუსულმა ძალებმა ჩუგუევი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ჩუგუევი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში წუხელ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

"16 ივლისს, 03:20 საათზე, ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ნანგრევებში ადამიანების მოსაძებნად სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.