ავტორი:

რა ღირს მამუკა მდინარაძის "გუჩის" ფეხსაცმელი, რომელიც "ფეისბუქზე" განხილვის თემაა?

რა ღირს მამუკა მდინარაძის "გუჩის" ფეხსაცმელი, რომელიც "ფეისბუქზე" განხილვის თემაა?

პარლამენტარი მამუკა მდინარაძე გუშინ ტელეკომპანია "იმედზე" ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, სადაც იმღერა კიდეც. მდინარაძის მუსიკალური ნიჭი ცნობილია, ამიტომ ეს გადაცემაც ჩვეულებრივ ჩაივლიდა, რომ არა დეპუტატის ლოფერები, რომელმაც ლამის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანის, სოსო გოგაშვილის დაკავების თემა გადაფარა.

სოციალურ ქსელში დღეს დილიდან აზიარებენ ფოტოს, სადაც მამუკა მდინარაძეს შიშველ ფეხზე ძვირადღირებული ლოფერები აცვია.

"შიგნით უეჭველი ის კაბრიოლეტი ნასკები აცვია, მარტო ქუსლზე რო გეფარება“

"კოჭები აქვს შეშუპებული, სანამ ანგიოლოგთან მივა, ცივი შხაპი გაიკეთოს დღეში რამდენჯერმე და სიმაღლეზე შემოაწყოს ფეხები, ცოტა შვება ექნება... და კიდევ ესეთი მოჭერილი "ტუფლები" არ ატაროს" - წერენ სოციალურ ქსელში.

სამართლიანად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველ დეპუტატებში ლოფერების მოდა ჯერ კიდევ წლების წინ დაამკვიდრა კახა კალაძემ.

თუმცა ერთ-ერთ ადრე გადაღებულ ფოტოზე, კახა კალაძე ლოფერებით არის წარმოდგენილი, მამუკა მდინარაძეს კი ტრადიციული ფეხსაცმელი აცვია.

როგორც გავარკვიეთ, მდინარაძის ლოფერები „გუჩის“ ფირმის არის. ამ მონაცემებით კი მისი ფასი 895 დოლარია. თუმცა როგორც ფოტოებიდან ჩანს, მამაკაცის ეს მოდელი წინდებსა და შლაქსებსაც უხდება.

მამუკა მდინარაძე არაოფიციალურ ფორმაში სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, რომელიც პერიოდულად რანჩოდანაც კი აქვეყნებს ფოტოებს.