ავტორი:

"ვკრეფ პოსტს და ვშლი... ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერეო" - ივანიშვილზე წერილის გამოქვეყნება ბექა ოდიშარიასაც სურს

"ვკრეფ პოსტს და ვშლი... ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერეო" - ივანიშვილზე წერილის გამოქვეყნება ბექა ოდიშარიასაც სურს

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილს აფასებს და ამასთანავე ამბობს, რომ მასაც სურდა წერილის გამოქვეყნება, თუმცა როგორც თვითონვე ამბობს, "ნამეტანი ეპისტოლარული" გამოუვიდა.

"პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, მათ შორის, საკუთარ და გუნდის მიღწევებზე და მათ შორის იმ მიღწევებზე, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა.

რატომ წერილი? - ორი დღეა მივლინებაში ვარ, დიდად არ ვარ ამაში დახელოვნებული, მაგრამ ვკრეფ პოსტს და ვშლი. გაინტერესებთ რამ მაიძულა? - ვიღაცას ყოველთვის აძლევს რაღაც მოტივაციას, თორემ საქმიან ადამიანებს, არავის არ ეხალისება ვრცელი წერილების წერა", - ამბობს ოდიშარია.

  • ჟურნალისტის კითხვას - "თქვენც ბიძინა ივანიშვილზე გინდოდათ დაგეწერათ პოსტი?" - ოდიშარია ასე პასუხობს:

"კი ბატონო, არ მოგატყუებთ. რამდენიმე კოლეგას გადავახედე და ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერეო", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი "ტვ პირველთან."

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივლისს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობდა.