ავტორი:

მალდივები, ხორვატია, საბერძნეთი - ცნობილი ქართველების ნაწილმა დასასვენებლად უცხო ქვეყნებს მიაშურა - ვინ სად ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს (ფოტოები)

მალდივები, ხორვატია, საბერძნეთი - ცნობილი ქართველების ნაწილმა დასასვენებლად უცხო ქვეყნებს მიაშურა - ვინ სად ატარებს ზაფხულის ცხელ დღეებს (ფოტოები)

ზაფხულის მოსვლასთან ერთად, დასვენების სეზონი იწყება. უკვე წლებია, რაც ქართველი ვარსკვლავები ცხელი დღეების გატარებას უცხოეთის კურორტებზე ამჯობინებენ, თუმცა პანდემიამ გასული ორი წლის განმავლობაში ხელი შეუშალათ და როგორ ჩანს, 2022 წლის ზაფხული განსაკუთრებულად დაგეგმეს. სტატიაში მოგიყვებით იმაზე, თუ სად ისვენებენ ცნობილი სახეები და როგორ ატარებენ დროს.

შორენა ბეგაშვილმა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა დასვენება თურქეთსა და საფრანგეთში, ამჯერად არჩევანი მალდივებზე შეაჩერა. ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი შვილთან ერთად არაჩვეულებრივ დროს ატარებს და ულამაზეს სანაპიროზე ირუჯება...

ტელეწამყვანი ნინუცა ორჯონიკიძე მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ მიკონოსს სტუმრობს.

სალომე ღვინიაშვილმა და ზურა ხიზანიშვილმა რომანტიკული დასვენება ესპანეთის ულამაზეს კუნძულ მარბელიაზე მოიწყვეს...

პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეუღლესთან გვანცა სუთიძესთან ერთად "უიქენდი“ საქართველოში, თუშეთში, დართლოში გაატარა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ზაფხულის ცხელი დღეები ხორვატიაში მოგზაურობისთვის გამოიყენა. ჟურნალისტი წერს, რომ ამ ქვეყანაში პირველად იმოგზაურა და მოხიბლულია იქაურობით.

დიზაინერმა მაკა კვიციანმა მეუღლესთან ერთად ზაფხულში განტვირთვის დღეები იტალიის ქალაქ სტრეზაში მოიწყო.

ქეთა თოფურია იტალიაშია, სადაც საქართველოდან გაფრინდა. მომღერალი ერთ-ერთ უმაღლესი კლასის სასტუმროში ანდრეა ბოჩელთან ერთად კონცერტზე გამოვა, თუმცა როგორც ჩანს, მანამდე დასვენებასაც ახერხებს.