ავტორი:

თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal

თმა იღლიაში - ცნობილი ადამიანების არჩევანი, რომელიც მოდაში შემოდის და ტენდენციად მკვიდრდება - რას წერს The Wall Street Journal

1999 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი "ნოტინგ ჰილის" პრემიერაზე თმიანი იღლიებით გამოჩნდა. ფაქტს მწვავე დებატები და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მსახიობის კრიტიკა მოჰყვა, თუმცა ამას ფილმის წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია.

"იღლიის თმა შეიძლება ყველა სქესის ადამიანს ჰქონდეს და ამაში სამარცხვინო არაფერია" - ამგვარი პროტესტი 1960-იან წლებში ჰიპებმა წამოიწყეს, შემდეგ კი ცნობილმა ადამიანებმა აიტაცეს.

დღემდე მსოფლიოს უმეტეს კულტურაში ქალის სხეულზე თმა სამარცხვინოდ ითვლება, ხოლო მამაკაცის სხეულზე ეს ნორმად მიიჩნევა. საკითხს Wall Street Journal-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.

ცნობილი ადამიანები აქტიურად ცდილობენ ქალებს უჩვენონ, რომ მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, როცა საქმე მათ სხეულს შეეხება. აგვისტოში მოდის სამყაროში პოპულარული ჟურნალის, Vogue-ს გარეკანზე ემა კორინია აღბეჭდილი, რომელიც მაილი საირუსს, ჟანელ მონეს, ჯემიმა კირკსა და ლურდეს ლეონს შეუერთდა და იღლიის თმით გამოჩნდა.

ამით ვარსკვლავები საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აჩვენებენ, რომ ეს ბუნებრივი რამაა და არა სამარცხვინო. მოდის კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ იღლიაში თმა შესაძლოა, მოდაშიც კი შემოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ Harper's Bazaar-ის ჯერ კიდევ 2019 წლის გამოცემისთვის ცნობილმა მოდელმა ემილი რატაკოვსკიმ იღლიაში თმით იპოზიორა.

"ხანდახან, მოზრდილ თმაში უფრო სექსუალურად გრძნობს თავს", - უთხრა მან Harper's Bazaar-ს.

"საზოგადოების თვალში, ქალებს ყოველთვის გაპარსული იღლიები ჰქონდათ, ამიტომაა რთულია უკან დაბრუნება",- ამბობს სილამაზის საკითხების მკვლევარი რეიჩელ გიბსონი.

გიბსონი აღნიშნავს, რომ სხეულის თმის არასახარბიელო რეპუტაცია ხელოვნების ისტორიაშიც გვხვდება, სადაც მას საუკუნეების განმავლობაში შიშველ ნახატებსა და ქანდაკებებში არ გამოსახავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ემა კორინის იღლიის თმაც ბუნდოვნად ჩანს "ვოგის" ყდაზე.

ემა კორინი Vogue-ს გარეკანზე

ზოგისთვის იღლიაში თქმის გაზრდა ერთგვარი პროტესტია, ზოგისთვის კომფორტი, რადგანაც კანი ნაკლებად ღიზიანდება და ა.შ.

წყარო: wsj.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა