ავტორი:

"ბალახის მოჭრას ტენდერის გამოცხადება სჭირდება თუ სპეციალური სამსახური გააუქმეთ?! ეკლიანი ბალახის მოჭრა რა გახდა?" - აბალახებული ავჭალის პარკი

"ბალახის მოჭრას ტენდერის გამოცხადება სჭირდება თუ სპეციალური სამსახური გააუქმეთ?! ეკლიანი ბალახის მოჭრა რა გახდა?" - აბალახებული ავჭალის პარკი

ჟურნალისტი ელზა წიკლაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავჭალის პარკის ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"ალოოოო, თბილისის მერია / Tbilisi City Hall და გლდანის რაიონის გამგეობა, ბალახის მოჭრას ტენდერის გამოცხადება სჭირდება თუ სპეციალური სამსახური გააუქმეთ?! უკვე ჯერ ცუდი ისაა, რომ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წლებია "აბოლებთ" მის რეაბილიტაციაზე. მაგრამ, აჰაა, შედეგი - ერთი დიდი 0. ისე, ჟურნალისტებსაც კარგად გვახსოვს, ორიოდე წლის წინ პარკების რეაბილიტაციის გეგმა რომ წარადგინეთ, ერთ-ერთი ავჭალის ეს სკვერიც იყო. გასაგებია, რომ ვერ კეთდება ჯერ, მაგრამ ეკლიანი ბალახის მოჭრა რა გახდა?! ყელამდე ბალახია ამოსული..."

არქივში იძებნება 2020 წლის ამბავი, რომლის თანახმადაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ "აზიის განვითარების ბანკთან“ თანამშრომლობით, ავჭალაში პარკი გაშენდებოდა.

"ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია იქნა მოძიებული და "აზიის განვითარების ბანკთან“ მჭიდრო თანამშრომლობით მოხდება ამ პარკის დაპროექტება და მოწყობა. მარტივად შესაძლებელია ნახოს ადამიანმა, განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, როდესაც კარგი ამინდებია, პარკები, ეზოები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა, სავსეა ყველა თაობის ადამიანით. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. სიმწვანე ძალიან უხდება თბილისს. საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და თანადგომაა“, - ამბობდა იმჟამად კალაძე.