კომპანია H&M-მა განაცხადა, რომ გადაწყვიტა, რუსეთში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტოს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
"საგულდაგულო განხილვის შემდეგ, შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ვწუხვართ იმ გავლენის გამო, რასაც ეს ნაბიჯი ჩვენს კოლეგებზე მოახდენს“, - ნათქვამია კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჰელენა ჰელმერსონის განცხადებაში.
H&M გეგმავს, რუსეთში დარჩენილი მარაგის გაყიდვის მიზნით, მაღაზიები დროებით გახსნას.
კომპანიამ რუსეთში ბიზნესი მარტის დასაწყისში, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე შეაჩერა.