ავტორი:

"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს

"ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც" - ვინ არის "პირატი" ქალი, რომელიც ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრობით ცხოვრობს

ბათუმის "დინამომ" ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება და სიმპათიები არა მხოლოდ თამაშის ხარისხითა და შემტევი სტილით, არამედ განსაკუთრებული გულშემატკივრობითაც დაიმსახურა. ამ ქალაქის ახალი, მშვენიერი არენა ეროვნული ლიგის მატჩების დროსაც სავსეა და საკუთარ გუნდს ენერგიულად გულშემატკივრობს. რა გასაკვირია, რომ ბრატისლავის "სლოვანთან" სადებიუტო საშინაო საჩემპიონთალიგო შეხვედრაში ეს უფრო მეტად შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, მატჩის ეპილოგი ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა გუნდი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.

SPORTALL.GE ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა გუნდ "პირატების" ერთ-ერთ გამორჩეულ წევრს, თეონა ზოიძეს ესაუბრა. მისი პასუხები მკითხველებისთვის საინტერესო უნდა იყოს.

- "სლოვანთან" მარცხის შემდეგ ცუდ ხასიათზე იქნები, თუმცა მომავლის რწმენას მაინც არ კარგავ - წინ კონფერენს ლიგაზე "ლეხთან" დაპირისპირებაა...

- ბოლო წამებზე მარცხი საშინელი შეგრძნება იყო. შინაგანად დამსხვრეული ვარ და დღემდე ვცდილობ, ძალები მოვიკრიბო. ვიმედოვნებ, 21 ივლისს, როცა გასვლით შეხვედრას გავმართავთ, სულიერად ბოლომდე მზად ვიქნები. ჩემი ქალაქის გუნდი გამარჯვებულიც მიყვარს და დამარცხებულიც, თუმცა ეს წაგება ისეთი მოულოდნელი იყო და ისე სწრაფად მოხდა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს.

- ბათუმის "დინამომ" საქართველოში გულშემატკივრობის ახალი კულტურა შექმნა. შენ გარდა, აქ კიდევ რამდენიმე გოგოა. თავდაპირველად, თქვენი აქ ყოფნა რამდენად მოულოდნელი იყო თუნდაც ფეხბურთელებისთვის?

- მეამაყება, რომ წლებია, იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, "პირატები" რომ ჰქვია. ძალიან ბევრი გოგოა ტრიბუნაზე, რაც მახარებს. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მათი რაოდენობა გაზრდილიყო, რადგან სადაც მანდილოსნებია, გარემო გაცილებით ლამაზია. სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რა როგორ იყო ფეხბურთელებისთვის, მსგავს დამოკიდებულებაზე ყურადღება არასდროს მიმიქცევია.

- ფეხბურთი როდიდან და რა დოზითაა თეონას ცხოვრებაში? ვიცი, რომ შენი შვილი მეკარეა...

- ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში 8 წლის ასაკიდან შემოვიდა. ჩემი ასაკის გოგონები "მეგობრობის დღიურში" ლამაზ ჩანახატებსა და ფოტოებს თუ აკეთებდნენ, ჩემსაში გაზეთებიდან ამოჭრილი ზიდანი და "კიჭა" (ბრაზილიელი რონალდო) იყვნენ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს ფეხბურთის თამაშის სურვილი ჰქონდა, "პირატებშიც" ჩავერთე და ასე ვარ დღემდე საფეხბურთო სამყაროში.

- ფან-კლუბის წევრობა შენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება, როგორ ახერხებ დროის გადანაწილებას?

- პირველ რიგში, დედა ვარ და შემდეგ სხვა დანარჩენი. გაგეცინებათ და, ბევრ სამსახურზე უარის თქმა სწორედ იმის გამო მომიწია, რომ თამაშებზე ვერ ვივლიდი. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებით ვარ დაკავებული. შესაბამისად, დრო ჩემ ხელთაა. გააგრძელეთ კითხვა