ავტორი:

"სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია" - თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიუდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო

"სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია" - თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიუდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სპორტის მენეჯმენტსა და იურიუდიულ უნარებში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ინფორმაცია ფეისბუქში" შენგელიას ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

"ჩემთვის ეს განსაკუთრებულია! მივიღე მაგისტრის ხარისხი სპორტის მენეჯმენტსა და იურიდიულ უნარებში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, ეს არ იყო მარტივი, მაგრამ მარტივი არაფერი არ არის. მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შევძინო მოტივაცია და იმის რწმენა, რომ სტერეოტიპი - სწავლა და სპორტი ერთმანეთს არ უთავსდება, დამსხვრევადია.

საბოლოოდ, ყველაფერი ნებისყოფაზე, მონდომებასა და დროის სწორად გადანაწილებაზე გადის. არასდროს არის ადრე, ან გვიან, რომ იფიქრო მომავლის გეგმებზე.

დაიმახსოვრე, ყოველთვის ირწმუნე შენს თავში და ყოველთვის ილიდერე მაგალითით. მინდა, მადლობა გადავუხადო elpa-ს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის და იმისთვის, რომ ზრუნავს მოთამაშეებზე პარკეტსა და პარკეტს მიღმა. ასევე, მადლობა ISDE უნივერსიტეტს ამ არაჩვეულებრივი, მრავალმხრივი პროგრამისთვის, მოქნილი გრაფიკისა და ხელშეწყობისთვის", - წერს სპორტსმენი.