ავტორი:

"მინდა, მიშა სააკაშვილი აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მასზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ვნერვიულობ" - ნიკა გვარამია

"მინდა, მიშა სააკაშვილი აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მასზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ვნერვიულობ" - ნიკა გვარამია

მინდა, მიშა სააკაშვილი აქედან მოვიკითხო, ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, მასზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ვნერვიულობ. მინდა გავამხნეო, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - ამის შესახებ "მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სირცხვილია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში მუდმივად იმას ციტირებდე, რაც გაწყობს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს გვერდს უვლიდე.

"მეგობრებო, ჩვენ თუ გვინდა, რომ სიბნელე დავამარცხოთ, მაშინ ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ შერჩევითი იმ სიკეთეებში, რასაც ვიცავთ. სიკეთეების შერჩევითობა დამარცხების რეცეპტია. არ შეიძლება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში მუდმივად იმას ციტირებდე, რაც გაწყობს და მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერს გვერდს უვლიდე. სირცხვილია! მაგრამ თავი დავანებოთ სირცხვილს. კომპრომისია სინდისთან და სინდისთან კომპრომისზე წასული ადამიანები სინათლის სახელით ომებს ვერ იგებენ! ვერა! წერტილი! არაფერი ამას სხვა არ სჭირდება. ისტორია ახსნა-განმარტებებს არ იმახსოვრებს. მხოლოდ დამარცხებას დაიმახსოვრებს, იმიტომ რომ სინდისთან კომპრომისზე წასულები სინდისის სახელით ომებს ვერ იგებენ! რად უნდა ახლა ამას ბევრი ლაპარაკი?!,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.