ავტორი:

"ქალის საშოს სადარაჯოზე არ უნდა იდგეს შვილი... ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და სხეულს მიხედოს" - ბაია პატარაია ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

"ქალის საშოს სადარაჯოზე არ უნდა იდგეს შვილი... ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და სხეულს მიხედოს" - ბაია პატარაია ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობაზე

უფლებადამცველი, "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ფონიჭალაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება. შეგახსენებთ, 22 წლის ახალგაზრდამ დედა მძიმედ დაჭრა, მისი მეგობარი მამაკაცი და მოკლა.

"ქალის საშოს სადარაჯოზე არ უნდა იდგეს შვილი და არც ქმარი, ან ნებისმიერი სხვა მამრი თუ მდედრი.

ყველამ თავის გენიტალიებს მიხედოს!

და თუ ზრდასრული ადამიანისთვის სხვისი ქცევა მიუღებელია, სიცოცხლე კი არ უნდა წაართვას მას, არამედ შეტრიალდეს და თავის გზას დაადგეს და თავის საქმეს მიხედოს.

არც ერთ მამრს არ აქვს უფლება, აკონტროლოს ქალი! შეიგნეთ და შეუშვით ხის თავებში. თქვენი ღირსება თქვენივე სხეულში იწყება და მთავრდება და ის აბსოლუტურად არც ერთ სხვა ადამიანზე არ გადადის და არ ვრცელდება. დაეტიეთ საკუთარ ტყავში და ნუ ხტებით საკუთარი კანიდან, მით უმეტეს სხვა ადამიანების დაზიანების ხარჯზე.

ყველამ საკუთარ პირად ცხოვრებას და საკუთარ სხეულს მიხედოს. და ვისაც მართლა მიხედული აქვს საკუთარი თავისთვის, და ვინც იცნობს საკუთარ თავს და პატივს სცემს მას, ის არც გაიჭაჭება სხვის სხეულზე და არ შეურაცხყოფს სხვას.

ვინც სხვა ადამიანზე აღმართავს ხელს მოსასპობად, იმას არც გონი გააჩნია, არც ღირსება, არც ნამუსი და მითუმეტეს არ არის ქრისტეს მაძიებელი საკუთარ თავში. უვიცი მღვდლის ანაფორის ქვეშ შეყუჟვა და ლობიოს ჭამა რომ გგონიათ ქრისტიანობა, იმიტომაც ამართლებთ ქალზე ძალადობას. აბა, ნამდვილი ქრისტიანები იყოთ, ხელს კი არა სიტყვას ვერ აღმართავდით სხვა ადამიანის დასაჩაგრად და მოსასპობად, ფარისევლებო", - წერს პატარია "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: