ავტორი:

"რომ გაიგო, გვარამია კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის იხდის სასჯელს, მითხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას ან უფრო უკეთესსო" - რას წერს ჟურნალისტი დავით არახამიასთან შეხვედრის შემდეგ

"მთავარი არხის" ჟურნალისტი მაია ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, კიევში, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"კიევში დავით არახამიას შევხვდი. პირველი ნიკა გვარამია მოიკითხა. დეტალები აინტერესებდა. ყველაფერი იცოდა "რუსთავი 2" - ის ძველი ამბებიდან დაწყებული, მაგრამ რომ გაიგო, კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის იხდის სასჯელს, მითხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას ან უფრო უკეთეს მანქანას ვუყიდი, უნდა თვითონ მოიხმარონ, უნდა "რუსთავი 2"-ს გადასცენ, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო. რას იტყვით, აბა? საქართველოს მთავრობა, მართლა ძააან მაგარ მანქანას ვუყიდიო".