ავტორი:

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგება იგეგმება - რაზე მოილაპარაკეს ფონ დერ ლაიენმა და ალიევმა და რა სარგებელს მიიღებს საქართველო?

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების გაორმაგება იგეგმება - რაზე მოილაპარაკეს ფონ დერ ლაიენმა და ალიევმა და რა სარგებელს მიიღებს საქართველო?

მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საჩივარს წერდა და ბიძინა ივანიშვილის კრემლთან კავშირის აბსურდულობაში არწმუნებდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ურთიერთგაგების მემორანდუმს აწერდა ხელს. "იმ ფონზე, როცა რუსეთი თავის ენერგორესურსებს მუდმივად იყენებს იარაღად, ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში მიემგზავრებიან თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების მიზნით", - წერია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ვიზიტამდე გავრცელდა.

ენერგომიმართულებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს ვალდებულებას, გაორმაგდეს "სამხრეთის გაზის დერეფნის" გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე, ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. მემორანდუმში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობა დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას... "ჩვენი მიზანია, რამდენიმე წელიწადში გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში", - წერს ბაქოში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. - "აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდებების უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალობის [სფეროებში]“, - დასძენს ის.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე და მსოფლიოში მოსალოდნელ ახალ წესრიგზე ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- ძალიან სევდიანი მოცემულობაა - ევროკომისარი ჩამოდის არა იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობაზე აქვს პრეტენზია, არამედ - ქვეყანაში, რომელსაც ასეთი სურვილიც კი არ აქვს. ეს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანიდან გაზის ევროპაში ტრანსპორტირება საქმეში საქართველოს მონაწილეობასაც გულისხმობს. საქართველოს იგნორირების ერთ-ერთი, სხვა მრავალ მიზეზთაგან, პრემიერ ღარიბაშვილის უცნაური და თავხედური, ეპისტოლარული ჟანრის მიმოწერაა ევროკომისართან.

- თქვენი ვერსიით, აზერბაიჯანს აქვს საიმისო რესურსი, რომ ევროპას ყოველწლიურად 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს?

- აზერბაიჯანმა აღმოაჩინა ახალი, პერსპექტიული საბადოები. რა თქმა უნდა, რისკი ყოველთვის არის, მაგრამ არ მგონია, არსებითად ხელისშემშლელი ფაქტორი გამოუჩნდეს პროექტის განხორციელებას. დინამიკაში უნდა შევხედოთ პროცესს. სამყაროში დაწყებულია ტექტონიკური ძვრები, სრულიად ახალი ლოჯისტიკური ხაზები ლაგდება, შესაბამისად, ენერგეტიკული და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებიც მთლიანად გადაიხედება. დიდი ალბათობით, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ რუსეთს თავისი ენერგორესურსების იარაღად გამოყენების საშუალება აღარ მიეცეს. სხვათა შორის, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ახლა 5-წლიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. არ მგონია, რუსეთ-უკრაინის ომი 5 წლის მანძილზე გაგრძელდეს, შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე ბევრი რამ იქნება გარკვეული და ნათლად დავინახავთ, რა გზაზე იქნება დამდგარი სამყარო, რა ტიპის ახალი პოლიტიკური ცენტრები გაჩნდებიან. ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვართ, რომ გრძელვადიანი ან, თუნდაც, საშუალოვადიანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. დღეს მსოფლიო პოლიტიკის და, ზოგადად, სამყაროს მომავლის ბედი რუსეთ-უკრაინის ომში წყდება. გააგრძელეთ კითხვა