ავტორი:

"ასტა ლა ვისტა, ბეიბი" - ბორის ჯონსონის ბოლო სიტყვა პარლამენტში და ოვაციები (ვიდეო)

"ასტა ლა ვისტა, ბეიბი" - ბორის ჯონსონის ბოლო სიტყვა პარლამენტში და ოვაციები (ვიდეო)

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ბოლო შეხვედრებს მართავს. ის დღეს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც შეკრებილებს "ტერმინატორი 2"-დან არნოლდ შვარცნეგერის პოპულარული სიტყვებით დაემშვიდობა:

"მსურს, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ასტა ლა ვისტა, ბეიბი."

ბორის ჯონსონის ამ ფრაზას დარბაზში სიცილი და ასევე ოვაციები მოჰყვა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">&quot;Hasta la vista baby&quot; - Boris Johnson&#39;s final words as he exits <a href="https://twitter.com/hashtag/PMQs?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#PMQs</a> for the last time to a standing ovation: <a href="https://t.co/rlSqVNDX5R">pic.twitter.com/rlSqVNDX5R</a></p>&mdash; Alain Tolhurst (@Alain_Tolhurst) <a href="https://twitter.com/Alain_Tolhurst/status/1549723921095720961?ref_src=twsrc%5Etfw">July 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობის დატოვებას აპირებდა. გადადგომას წინ უძღოდა მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა.

პროტესტი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით.