ავტორი:

"ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო" - გია ხუხაშვილი

"ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო" - გია ხუხაშვილი

ფაქტობრივად, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია.

"წარმოუდგენელი თავხედობაა, უზრდელობაში არიან გადასული უკვე პირდაპირ გეტყვით. არ შეიძლება, წარმოუდგენელი რაღაც ხდება, კრიტიკაც გამიგია, ყველაფერი, მაგრამ ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო სპეცოპერაცია ამერიკის ელჩის გაწვევის. ეს ჩანს, მასირებული შეტევა მიდის და ფაქტობრივად ყველა სახელისუფლებო შტო ამაში ჩართულია. მერე უკვირთ რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს-თქო რომ ეტყვი. ვის იცავენ? "ავგიას თავლის" მოსამართლეს იცავენ კაცო? თუ არ ვიცით ჩვენ სასამართლოში რა ხდება?' თურმე წესიერ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებდა ვიღაც. ადამიანი დაინტერესებული იყო საქმის გარემოებებით, დააძალა იმ ადამიანმა, ჯურღმულში ჩაიყვანეს თუ რა იყო? რის საფუძველზე მიიღე გადაწყვეტილებაო, ამას შეეძლო არ ეპასუხა, ეთქვა, რომ კანონით მე არ ვარ ვალდებული, რომ რაღაც გითხრათ, რას უზამდა? წარმოუდგენლად უტიფრები გახდნენ.

კობახიძე პოლიტიკური სოციოპათია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იკადროს. ადამიანს შეუძლია დილას ერთი თქვას, საღამოს მისი საწინააღმდეგო, ეს არ მითქვამსო. სოციოპათის გარდა, ნორმალური ადამიანი შეიძლება ასე იქცეოდეს? 'სამხარაძე დღეს კიდევ ჰარცელზე რას აცხადებს? თურმე ჰარცელი ყოფილა „ქართული ოცნების“ ოფიციანტი და კარგად ვერ მოემსახურა ამათ ინტერესებს, ვერ "გააპრავა" ამათი სასამართლო, მისი ვალდებულება ყოფილა მურუსიძის "გაპრავება". მთელი ეს განუკითხაობა, ეს საქმე ვერ შეასრულა და ამიტომ იყო წყვდიადშიო, ამას ამბობენ, თქვე კაი დედმამიშვილებო, კარლ ჰარცელი თქვენზე კი არ მუშაობს, ევროკავშირზე მუშაობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.