როგორც გავრცელებული ცნობებიდან ირკვევა, გასული ღამე უკრაინაში ოკუპანტებისთვის წარმატებული არ გამოდგა. ფრონტის ხაზის სხვადასხვა ადგილებიდან რუსებს უკან დახევა მოუწიათ. თუმცა 20 ივლისს უკრაინაში მსხვერპლის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. გუბერნატორის ინფორმაციით, ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა მოსპანოვეს, პეტრივკას, რუსკი ტიშკის, ბაზალიივკას, პეჩენიჰის, ცირკუნის, პიტომნიკის, დემენტიივკას, კორობოჩკინეს და პრუდიანკას დასახლებებს.
“სლოვიანსკის მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა დიბროვნეს, კრასნოპილიას, ჩეპილის, ადამივკას, ჰრუშუვაჰას მახლობლად.
კრამატორსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა კრამატორსკის, სივერსკის, ჰრიჰორივკას, ზვანივკასა და სპირნეს რაიონები. მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს ივანო-დარიივკას მახლობლად, ბრძოლა გრძელდება,” - აცხადებენ გენშტაბში.
“მტერმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიის აღების მიზნით იერიში განახორციელა რაც წარუმატებლად დასრულდა. უკრაინელმა სამხედროებმა აიძულეს ოკუპანტები გაქცეულიყვნენ. ბრძოლა გრძელდება ნოვოლუჰანსკის რეგიონში”, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ავდიივკას, ნოვოპავლივკასა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით მოწინააღმდეგე ახორციელებდა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის სისტემატურ დაბომბვას სხვადასხვა დასახლების მიდამოებში. იუჟნობუგსკის მიმართულებით კი რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე.
ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმისას გარდაცვლილი მოზარდის 15 წლის დაც დაიჭრა.როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 20 ივლისს ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სარაკეტო დარტყმებისას განადგურდა ახლომდებარე მეჩეთიც.
"ეს არის ტერორის კიდევ ერთი საშინელი აქტი რუსების მხრიდან“, - დასძინა სინეგუბოვმა "ტელეგრამზე“.

მათივე ინფორმაციით, ამ თავდასხმის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასზე მეტი დამპყრობელი გაანადგურეს.
გასული დღის განმავლობაში რუსული დანაკარგები ასეთია: 111 „რაშისტი“, "Мста-Б" ტიპის ჰაუბიცა, "Нона-С" ტიპის თვითმავალი საარტილერიო და ნაღმმტყორცნების სისტემა, "Элерон"-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 13 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა საავტომობილო ტექნიკა.
ხერსონის, ბერისლავისა და კახოვის რაიონებში დადასტურდა სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტის და საბრძოლო მასალის კიდევ 6 საწყობის განადგურება.