"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან

"მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით იმგზავრონ“ - ჯულია რობერტსი, სტინგი, ბილ გეითსი და სხვა შეძლებული ადამიანები, ვინც შვილებს ფუფუნებაში არ ზრდიან

მდიდარ ოჯახში დაბადება საოცნებო რამაა, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს და შესაძლოა, ეს ადამიანის უბედურების მიზეზიც კი გახდეს. ყველაფრის მზამზარეულად მიღება იმ ეიფორიისგან გვძარცვავს, რაც წარმატების ჩვენით მიღწევისას გვეუფლება. ეს იმ ვარსკვლავებზე უკეთ არავის ესმის, რომლებმაც წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი იშრომეს. სწორედ ამ მიზეზის გამო ბევრი მათგანი მოწადინებულია, რომ ფუფუნებაში ცხოვრების ნაცვლად, შვილებს შრომა და შეუპოვრობა ასწავლონ.

  • სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდრიკი

მათ 1 ვაჟი და 2 გოგონა ჰყავთ. 57 წლის პარკერი თავად საშუალო შემოსავლის ოჯახში გაიზარდა და ამბობს, რომ არასდროს ყოფილა განებივრებული და მეტიც, ბავშვობაში ყურადღების ნაკლებობასაც კი განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ სარა ჯესიკა პარკერის რეალობა ახლა რადიკალურადაა შეცვლილი, ის ღიად ამბობს, რომ სულაც არ ანებივრებს საკუთარ ვაჟს და რომ მას მხოლოდ ძმისშვილების ნაქონ ტანისამოსს აცმევს: "მგონი, მისთვის ტანსაცმელი არასდროს მიყიდია. მხოლოდ ფეხსაცმელს ვყიდულობ ხოლმე, რადგან ყველას ფეხი განსხვავებულია“.

  • ჯულია რობერტსი და დენიელ მოდერი

ჯულიას და დენიელს 3 შვლი ჰყავთ. როგორც ჯულია ამბობს, როცა საქმე კარგ აღზრდაზე მიდგება, "სიყვარულზე ძლიერი არაფერია." ჯულია ფიქრობს, რომ სიყვარულის გამო შვილები ფუფუნებაში არ უნდა აღიზარდონ:

"ზოგ ადამიანს უანგარო სიყვარული განებივრებაში ერევა“. ჯულიას თქმით, მას ამ ორი რამის გარჩევაზე პრობლემა არასდროს ჰქონია და ამას მისი სამივე შვილი დაადასტურებს.

  • ეშტონ კუჩერი და მილა კუნისი

ორივე მათგანი, ეშტონიც და მილაც, სიღარიბეში გაიზარდნენ და როგორც ჩანს, წყვილი ცდილობს, რომ თავიანთი ორი შვილი ზედმეტად არ გაანებივროს. მილამ ახსნა, რომ მათი აღზრდის ფილოსოფია, ბავშვებისთვის პატარა ასაკშივე იმის ახსნას გულისხმობს, რომ "დედიკოს და მამიკოს შეიძლება 1 დოლარი აქვთ, მაგრამ თვითონ ღარიბები არიან. ძალიან ღარიბები და არაფერი აქვთ."

  • ბილ გეითსი

მართალია, ბილ გეითსი მსოფლიოში რიგით მეოთხეა ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის, მაგრამ ის ცდილობს, პრივილეგიის გარეშე გაზარდოს შვილები. მას სჯერა, რომ ბავშვები, რომლებიც დიდი რაოდენობით თანხას იღებენ მემკვიდრეობით და ცხოვრებაში არაფრისთვის უწევთ წვალება, მომავალში სრულფასოვნად ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ამიტომ მას გადაწყვეტილი აქვს, თავისი აურაცხელი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი გადასცეს თავის შვილებს, რათა მომავალში "არაფრისმაქნისებად“ არ იქცნენ...

  • სტინგი

ბილ გეითსის მსგავსად ფიქრობს სტინგიც, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბრიტანეთის მუსიკის ინდუსტრიაში. მას სურს, რომ მისმა შვილებმა იმუშაონ და ამგვარად მოიპოვონ ცხოვრებაში ყველაფერი. როგორც ამბობს, შვილები იშვიათად აკითხავენ მას რამის სათხოვნელად, სტინგი ამის გამო პატივს სცემს და აფასებს მათ.

  • გორდონ რამზი

მსოფლიოში აღიარებული 55 წლის შეფი თავისი 5 შვილის განებივრების კატეგორიული წინააღმდეგია. რამზიმ გაამხილა, რომ თავის შვილებს მის ძვირადღირებულ რესტორნებში ჭამის უფლებას არ რთავს და მათ ჯიბის ფულისთვისაც მუშაობა უწევთ. მან ისიც კი აღიარა, რომ თვითმფრინავით მგზავრობისას, ბავშვებს ეკონომ კლასში სვამს, რადგან "მათ საკმარისად არ უშრომიათ, რომ პირველი კლასით მგზავრობა შეძლონ“.

  • მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩენი

მარკ ცუკერბერგი და მისი მეუღლე ფიქრობენ, რომ უქონელ ადამიანებს უფრო გამოადგებათ მათი ქონება, ამიტომ აპირებენ, რომ თავიანთი ორი შვილისთვის "ფეისბუქის“ წილის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად, მისი 99% საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხონ.

წყარო: brightside

მოამზადა: ანა სიბოშვილმა