ავტორი:

შეიძინე მობილური ტელეფონი Extra-ზე

შეიძინე მობილური ტელეფონი Extra-ზე

ზაფხული ახალი თავგადასავლების, ემოციებისა და შთაბეჭდილებების სეზონია. იმისათვის რომ არ გაუშვათ წამი ხელიდან და ყოველთვის დააფიქსიროთ სასიამოვნო მომენტები, კარგი მობილური უნდა გქონდეთ, რომელსაც ასევე კარგი კამერა ექნება და დაგეხმარებათ სასიამოვნო მოგონებებად აქციოთ ბედნიერი წუთები.

უკვე დიდი ხანია, მობილური მხოლოდ სატელეფონო ზარების განსახორციელებელი მოწყობილობა არ არის, მას ვიყენებთ არამარტო საკომუნიკაციოდ, არამედ საქმეში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გასართობად და.ა.შ. რაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს მას, მით უფრო მეტად მრავალფეროვანი უნდა იყოს ფუნქციური თვალსაზრისითაც. ესაა ბაზრის მოთხოვნა და მწარმოებლები არა მხოლოდ ითვალისწინებენ ამ საკითხს, არამედ ერთმანეთს ეჯიბრებიან კიდეც, ვინ უფრო მეტად დახვეწილ და ფუნქციურ მოდელს შესთავაზებს მომხმარებელს.

ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია Extra.ge კი თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას წარმოადგინოს მობილურების ყველაზე დიდი ასორტიმენტი და პირნათლად ასრულებს ამ „მოვალეობას“.

ბიუჯეტურ ვარიანტს ეძებეთ თუ ფლაგმანს - არ აქვს მნიშვნელობა ექსტრაზე ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის ტელეფონს ნახავთ.

Apple, Samsung, Xiaomi, Realme, Sigma, Google, Alcatel, Nokia და კიდევ სხვა გამოცდილი ბრენდის მიერ უკვე კარგად ნაცნობ თუ უახლოეს მობილურებს ექსტრას საიტი დაწვრილებითი აღწერილობით წარმოგიდგენთ. ფასები ასორტიმენტივით მრავალფეროვანია და ნებისმიერი ბიუჯეტით შეძლებთ ჩაანაცვლოთ ძველი ახლით.

მთავარია, სანამ შერჩევას დაიწყებთ, განსაზღვროთ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ტელეფონს უყენებთ, დიდი ზომის ეკრანი? კარგი ფოტოკამერა? ძლიერი ოპერაციული სისტემა? დიდი მეხსიერება? ელემენტის გამძლეობა თუ კიდევ რამე სხვა..

ექსტრას საიტზე წარმოდგენილია ისეთი ტელეფონები, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებს, მაგრამ ასეთ კატეგორიას ფასიც მაღალი აქვს, შედარებით ბიუჯეტური ბრენდები, მაგალითად როგორიცაა Xiaomi მომხმარებელს სთავაზობს გამართულ, ფუნქციურად დატვირთულ და ძლიერ ტელეფონებს სხვა მსგავსი მახასიათებლების მქონე ბრენდებთან შედარებით იაფად, რაც ძალიან კარგი ვარიანტია, ხელმისაწვდომ ფასად მიიღო ის, რასაც ეძებ.

მობილურის შერჩევისას კარგად დაფიქრებაა საჭირო, ხშირად მაღაზიაში ყოფნისას ამდენი დრო არ აქვს ადამიანს, ხან უხერხულობაც კი იქმნება გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რადგან გიწევს ბევრ დეტალზე ფიქრი და ამაში დრო გადის. ასეთი მომენტების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ონლაინ შეძენაა. მშვიდად არჩევ სასურველ მოდელს, ადარებ რამდენიმეს ერთმანეთს, ფიქრობ, თუნდაც 2 დღე ისე, რომ არავინ წუხდება ამ მოლოდინის რეჟიმით და შემდეგ მშვიდად აკეთებ არჩევანს.

ექსტრაზე შეძენილ მობილურებზე რასაკვირველია, ვრცელდება საგარანტიო პირობები, 50 ლარზე მაღალი ღირებულების შეკვეთისას კი უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მობილურს ექსტრაზე იყიდი მას უფასოდ მიიღებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

R