ავტორი:

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პარლამენტი დაითხოვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც მატარელამ განაცხადა, ვადამდელი არჩევნები 70 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

"პერიოდი, რომელსაც ჩვენ გავდივართ, არ იძლევა რაიმე პაუზას (მთავრობის) ქმედებებში, რომელიც საჭიროა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის და მზარდი ინფლაციის დასაძლევად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი დღეს გადადგა.