ავტორი:

"ერთ-ერთმა ჩემგან "დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო..." - გია ნოდია

"ერთ-ერთმა ჩემგან "დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო..." - გია ნოდია

პოლიტოლოგი, "ილიაუნის“ პროფესორი გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს, რომ ე.წ. დაჩაგრულმა სტუდენტმა მისწერა, რომ მთავრობაში ახლობლები ჰყავს და იმ შემთხვევაში, თუ სასურველ ნიშანს არ მიიღებდა, ისინი მიხედავენ. პროფესორი კოლეგებს მიმართავს, თუ ჰქონიათ მათ მსგავსი გამოცდილება...

"საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ.

მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან "დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა? მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა", - წერს ნოდია.