ავტორი:

"მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება" - აფხაზეთში მცხოვრები გოგონას საბანკეტო კაბა, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ: რას ჰყვება დიზაინერი?

"მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება" - აფხაზეთში მცხოვრები გოგონას საბანკეტო კაბა, რომელსაც სოციალურ ქსელში განიხილავენ: რას ჰყვება დიზაინერი?

ხათუნა ფეიქრიშვილი დიზაინერია, რომელიც თავადვე კერავს სამოსს და 20 წელზე მეტია, ამ მიმართულებით მუშაობს. გამორჩეულ სამოსს, საღამოსა და საქორწილო კაბებს ქმნის და წლების განმავლობაში მომხმარებელს არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შესთავაზა. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ შეკერილი საბანკეტო კაბა გახდა განსაკუთრებით პოპულარული, რომელიც აფხაზეთში მცხოვრები ქართველი გოგონასთვის შეიქმნა, ინსპირაცია კი გოგონას საყვარელი წიგნი „გოგონა დრაკონის ტატუთი" გახდა. დიზაინერი საკუთარ საქმიანობაზე, ამ კაბის შექმნის ისტორიასა და ბოლოდროინდელ ტენდენციებზე გვესაუბრება, რაც საბანკეტო თუ საქორწილო სამოსის არჩევისას გამოიკვეთა: ხათუნა ფეიქრიშვილი

- მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემია დავასრულე, სულ ვმუშაობ. ბევრი ერთგული მომხმარებელი მყავს, რომლებთანაც უკვე მრავალი წელია, ვთანამშრომლობ. მაგალითად, ახლა მყავს მომხმარებელი, რომელიც პირველად ჩემთან 8 წლის ასაკში მოვიდა, ახლა 30-ისაა. ყველა ტიპის სამოსზე ვმუშაობ, თუმცა, ძირითადად, გამოსასვლელ, საღამოს კაბებს ვქმნი. ასევე, ჩემი საყვარელი მიმართულება საქორწილო კაბებზე მუშაობაა.- თქვენ მიერ შექმნილი ერთ-ერთი საბანკეტო კაბა ძალიან პოპულარული გახდა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა...- ეს გოგონა პირველად ჩემთან რომ მოვიდა, დაახლოებით, 10-11 წლის იყო. ტანმოვარჯიშე დები იყვნენ და აფხაზეთიდან მათი დედა დამიკავშირდა. მაშინ, ტანვარჯიშისთვის შევუკერე ფორმები. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა. წლები ისე სწრაფად გავიდა, რომ ახლა უკვე გაზრდილი გოგონა მესტუმრა. იმდენად საინტერესო იდეით მოვიდა, რომ ამ კაბაზე მუშაობა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო. მისი საყვარელი წიგნის პერსონაჟი უნდა გაგვეცოცხლებინა. უნდოდა, რომ უკან, მთელ სიგრძეზე დრაკონი დაგვექარგა, კაბა კი მოცულობითი უნდა ყოფილიყო. დანარჩენი მე მომანდო. არ უნდოდა, რომ სტანდარტული საბანკეტო კაბა სცმოდა. თმის სამაგრიც კი ხელით შევუქმენი, დრაკონის ფრთები გავაკეთე და ესეც საინტერესო დეტალი გამოდგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მისი ბედნიერი სახე არასოდეს დამავიწყდება. გააგრძელეთ კითხვა