ავტორი:

ვის ეკუთვნის ნადარბაზევის ტბასთან გაშენებული მზესუმზირის ულამაზესი პლანტაციები, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს - "შარშანაც მოდიოდა ხალხი, მაგრამ ამდენი - არა"

ვის ეკუთვნის ნადარბაზევის ტბასთან გაშენებული მზესუმზირის ულამაზესი პლანტაციები, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს - "შარშანაც მოდიოდა ხალხი, მაგრამ ამდენი - არა"

ბოლო კვირებია ფოტოგრაფების და უბრალოდ, ფოტომოყვარულების მთელი ყურადღება ნადარბაზევის ტბისკენ არის მიმართული. სოციალურ ქსელში ყოველდღიურად გვხვდება ფოტოები, რომელიც მზესუმზირის ულამაზეს პლანტაციებთან არის გადაღებული.

50 ჰა ფართობზე გაშენებული ულამაზესი პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის. ამბობს, რომ მნახველები პლანტაციებს გასულ წელსაც ჰყავდა, თუმცა წელს მათმა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.

თემურ ფსუტური:

- ძალიან ლამაზად არის ტბასთან ყვითელი ფერი შერწყმული და უამრავი ხალხი მოდის დასათვალიერებლად. შარშან 5 ჰექტარზე დავთესეთ მზესუმზირა და ძალიან კარგი მოსავალი მოგვივიდა, ამიტომ წელს 50 ჰექტარზე დავთესეთ.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

შარშანაც ჩამოდიოდა ხალხი, მაგრამ ამდენი - არა. მახსოვს, შარშან მოდელებიც ჩამოიყვანეს გადასაღებად, ცოტა ისეთ ადგილზე გვეთესა, არ ჩანდა. თან პანდემია რომ დაემთხვა, ძირითადად ქორწილის ხალხი თუ მოდიოდა სურათების გადასაღებად.

ჩვენი გათვლაც ეს იყო, გარდა იმისა, რომ შემოსავლის წყაროა, გვინდა, რომ მომავალში აგროტურისტული სასტუმრო გავაკეთოთ. ჯერჯერობით ინფრასტრუქტურის მომზადება ვერ მოვასწარით ადგილზე, რომ მაგიდები და სკამები გავაკეთოთ და უახლოეს მომავალში ამასაც ვაპირებთ.