"რუსეთ-უკრაინის ომი შეიძლება უფრო სწრაფად დასრულდეს, თუ დასავლეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო დიდი რადიუსის ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემას მიაწვდის", - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა "ტვიტერში“ დაწერა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი იარაღი მინიმუმამდე შეამცირებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობას და შეამცირებს ეკონომიკურ ზეწოლას ევროპაზე.
"მარტივი ლოგიკა: რაც უფრო შორს გაფრინდება HIMARS-ის რაკეტები (100+ კილომეტრი), მით უფრო მალე დასრულდება ომი. ნაკლები სამოქალაქო მსხვერპლი, ნაკლები ეკონომიკური ზეწოლა ევროპაზე, ნაკლები რუსეთისგან მიგრირებულები და საკვების შანტაჟი. HIMARS - რუსული ამპარტავნების მშვენიერი "გადამრთველი“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ პოზიციებზე დასარტყმელად ამჟამად იყენებენ რაკეტებს 80 კმ-მდე სროლის რადიუსით.
შეერთებულმა შტატებმა უკვე უკრაინას 12 "ჰაიმარსის" სისტემა უკვე მიაწოდა და ამ კვირაში აღნიშნა, რომ კიდევ ოთხი ასეთი სისტემის გადაცემას აპირებს.