ავტორი:

“დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” - რომის პაპი

“დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტის სურვილი აქვს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი“ ავრცელებს.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული კომენტარი თვითმფრინავში გააკეთა.

“დიდი სურვილი მაქვს კიევში წავიდე” , - თქვა როდესაც მას მედიის წარმომადგენლებმა უკრაინაში შესაძლო სამომავლო ვიზიტის შესახებ ჰკითხეს.

ცნობისთვის, გასულ თვეში ფრანცისკემ რუსეთი "სასტიკ და უაზრო აგრესიულ ომში" არაპირდაპირ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, პაპი დღეს რომიდან კანადაში სამოციქულო ვიზიტის ფარგლებში გაემგზავრა.