ავტორი:

ბორჯომში, ახალციხე-თბილისის სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, ტრანსპორტში 14-ამდე მგზავრი იმყოფებოდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ბორჯომში, ახალციხე-თბილისის სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, ტრანსპორტში 14-ამდე მგზავრი იმყოფებოდა - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევთან ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბორჯომი ტვ" ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ტრანსპორტში დაახლოებით 14 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგაგ დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. "ბორჯომი ტვ-ის" ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი ფოტო: "ბორჯომი ტვ".