ავტორი:

ფილიპინებში უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი

ფილიპინებში უნივერსიტეტის კამპუსში ცეცხლი გახსნეს, დაიღუპა სამი ადამიანი

შეიარაღებულმა პირმა, ფილიპინების დედაქალაქში, რეგიონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში გამოსაშვებ ცერემონიამდე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქის ყოფილი მერი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის არის ყოფილი მერის ქალიშვილი, რომელიც აღნიშნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

პოლიციის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, სავარაუდო თავდამსხმელი მოგვიანებით დააკავეს. ადგილობრივმა პოლიციამ ინციდენტის მოტივად, თავდამსხმელსა და ყოფილ მერს შორის ხანგრძლივი სამართლებრივი დავა დაასახელა.