ავტორი:

"გვქონდა შემთხვევები, როცა პატიმარს მიეცა დარეკვის საშუალება და დედის პირველი შეკითხვა იყო, - ვერაფერს მივიღებ შენთან საუბრითო? პუტინმა რუსები მორალურად დაშალა" - არესტოვიჩი

"გვქონდა შემთხვევები, როცა პატიმარს მიეცა დარეკვის საშუალება და დედის პირველი შეკითხვა იყო, - ვერაფერს მივიღებ შენთან საუბრითო? პუტინმა რუსები მორალურად დაშალა" - არესტოვიჩი

უკრაინის ხელისუფლებამ რუს დედებს უკრაინაში ბრძოლაში დაღუპული მათი ვაჟების ცხედრების წაღებისკენ/გადასვენებისკენ მოუწოდა, მაგრამ მათ არ სურთ ამის გაკეთება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა ათობით შემთხვევა, როცა პატიმარს მიეცა საშუალება დაერეკა ნათესავებთან და დედების პირველი შეკითხვა იყო: "ვერაფერს მივიღებ შენთან საუბრით?“ და არა კითხვა "როგორ ხარ?“ მთელი დროის განმავლობაში მხოლოდ ერთი ოკუპანტის დედამ გამოაგზავნა წერილობითი დასტური, რომ მზად იყო წაეყვანა შვილი ტყვეობიდან, მაგრამ, ცხადია, ახლობლებმა შეაჩერეს იგი და ის არასოდეს მოსულა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, მან გაიხსენა, რომ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ბევრი რუსი დედა ეძებდა შვილებს დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

"არაერთი ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ ყიდულობენ რუსებს ავტომობილებს შვილის, ქმრის, მამის ან ძმის გარდაცვალების კომპენსაციისთვის. პუტინმა რუსები არა მხოლოდ გაასულელა, არამედ მორალურად დაშალა ისინი", - განაცხადა არესტოვიჩმა.