ავტორი:

"სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს" - ვაშაძე

"სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს" - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რაც არ უნდა დავალება მიიღოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან, ახლა ის უნდა შეეცადოს, არ დაუშვას ქართული ფინანსური სისტემის გამოყენება რუსული სანქციების გვერდის ავლისთვის.

"რუსული ფული ყველა "შავია“. მათ სურთ, ამ რუსულ ფულს მისცენ გასასვლელი გარესამყაროში. შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის ინვესტიცია უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით გაანალიზებული, ეროვნული ბანკი გვყავს ამისთვის. როცა არის საფრთხე, მას შეუძლია, კონკრეტულ შემთხვევაში უარი უთხრას საბანკო გარიგებაზე და წილების ცვლაზე. ამიტომ, ახლა ეს არის ეროვნული ბანკის ამოცანა. რაც არ უნდა დავალება მიიღოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, პრემიერისგან თუ ოლიგარქისგან, მან არ უნდა დაუშვას ქართული ფინანსური სისტემის გამოყენება რუსული სანქციების გვერდის ავლისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე იხილეთ: