ავტორი:

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის კალიფორნიის სასახლეში, 12 დღის განმავლობაში ორჯერ შეიჭრნენ - "აშშ-ში მისი ოჯახის დაცვა ჰარის პრიორიტეტი უნდა გახდეს"

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის კალიფორნიის სასახლეში, 12 დღის განმავლობაში ორჯერ შეიჭრნენ - "აშშ-ში მისი ოჯახის დაცვა ჰარის პრიორიტეტი უნდა გახდეს"

ბრიტანული გამოცემა The Sun იტყობინება, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის კალიფორნიის სახლში, 12 დღის განმავლობაში, ორჯერ სცადა უცხო პირმა შეჭრა და ამის გამო პოლიციაც კი ჰყავდათ გამოძახებული. ინფორმაციის მიხედვით, წყვილი და მათი ორი მცირეწლოვანი შვილი - 3 წლის არჩი და 1 წლის ლილიბეთი, სიგნალიზაციის ჩართვისას, მონტესიტოს სახლში იმყოფებოდნენ.

სანტა ბარბარას პოლიციის ჩანაწერებში ნაჩვენებია, რომ ისინი პირველად 19 მაისს, წყვილის ქორწილის წლისთავის დღეს გამოიძახეს, საღამოს 17:44 საათზე. პოლიცია ჰარისა და მეგანის სასახლეში იმ მიზეზით იხმეს, რომ სახლში ვიღაც შეიჭრა და სიგნალიზაცია ჩაირთო. ისინი აქ მეორეჯერ 31 მაისს გამოიძახეს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე მეგანი და ჰარი კერძო თვითმფრინავით დედოფლის პლატინის იუბილეზე ჩაფრინდებოდნენ.

კალიფორნიის სახლში შეჭრა მას შემდეგ სცადეს, რაც 37 წლის ჰარიმ ხმამაღლა გამოთქვა უკმაყოფილება მისი მცველების გათავისუფლების შესახებ და განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. პოლიციის ჩანაწერები უჩვენებს, რომ ბოლო 14 თვის განმავლობაში, წყვილის ამერიკის სახლში შეჭრაზე სულ 6 საგანგაშო ზარია შესული. ამაზე სამეფო ექსპერტმა და ჰარის ბიოგრაფმა ანგელა ლევინმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, ვიდრე ბრიტანეთში სათანადო დაცვაზე გამოთქვამს პრეტენზიას, ჰარიმ ჯერ კალიფორნიაში მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს. ორი აზრი არაა, რომ 12 დღეში მის სახლში ორჯერ შეჭრის შემდეგ, აშშ-ში მისი ოჯახის დაცვა ჰარის პრიორიტეტი უნდა გახდეს".

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა