ავტორი:

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ." - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძეზე

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ." - ზურა ჯაფარიძე ირაკლი კობახიძეზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე "ქართული ოცნების" თამჯდომარე ირაკლი კობახიძესა და "მთავარი არხის" ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ. ზოგადად ასეა. ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის "კაგებეშნიკის" დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი - უაზრობა.

აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ ("კაგებეშნიკები") ან სისტემის მონები.

სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა.

რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა - ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორესიც... მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ, რომ ვისწავლოთ ხელახლა რას ნიშნავს თავისუფლება, ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას - მარტივია ჯალათების და მონების პოვნა.

ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ და &ლეები გვაზიან თავზე, მაგას მივხედოთ

დღევანდელ &ლეებს მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იგივეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე" - წერს ჯაფარიძე "ფეისბუქში".

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა "კე-გე-ბეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

ასევე იხილეთ: