ავტორი:

"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

"ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს" - პაპმა ფრანცისკემ კანადის აბორიგენ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

პაპმა ფრანცისკემ კანადაში ვიზიტისას, ბუმბულიანი თავსაბურავი დაიფარა, რათა სკოლებში კათოლიკური ეკლესიის მიერ აბორიგენ ბავშვებზე ძალადობისთვის ბოდიში მოეხადა. პაპმა თქვა, რომ ადგილობრივი ხალხების ქრისტიანულ საზოგადოებაში იძულებითმა ასიმილაციამ გაანადგურა მათი კულტურები და თაობების მარგინალიზაცია გამოიწვია, რომელიც დღესაც კი იგრძნობა.

"ვწუხვარ," - უთხრა პაპმა ალბერტას ერთ-ერთ სკოლაში შეკრებილ მკვიდრებს. პაპმა ბოდიში მოიხადა ქრისტიანების მხრიდან "კოლონიზატორული მენტალიტეტის" მხარდაჭერისთვის და სერიოზული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

"სირცხვილით და თავმდაბლობით ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ქრისტიანებმა აბორიგენი ხალხის მიმართ ჩაიდინეს", - თქვა რომის პაპმა.

კანადაში მე-19 საუკუნიდან 1970-იან წლებამდე, 150 000-ზე მეტი მკვიდრი ბავშვი იძულებული იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ქრისტიანულ სკოლებში ევლო, რათა ისინი თავიანთ კულტურას დაეშორებინათ. მიზანი მათი "გაქრისტიანება" და "საზოგადოებაში ასიმილაცია" იყო. კანადის მთავრობამ აღიარა, რომ სკოლებში ფიზიკური და სექსუალური ძალადობა იყო გავრცელებული და მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე საუბრის გამო სცემდნენ. კანადის სიმართლის და შერიგების კომისიამ სისტემას "კულტურული გენოციდი" უწოდა.

გასული წლის განმავლობაში, ყოფილ სკოლებში ასობით პოტენციური სამარხის აღმოჩენამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. ამან პაპი აიძულა შეესრულებინა ჭეშმარიტების კომისიის მოწოდება და კათოლიკური ეკლესიის როლისთვის კანადის მიწაზე ბოდიში მოეხადა. კათოლიკური რელიგიური ორდენები კანადის 139 სკოლიდან 66-ში მუშაობდნენ. ვატიკანი წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა პაპის მიერ ბოდიშის მოხდას.

წყარო: news.sky.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა