ავტორი:

59 დეპუტატს დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან 1 105 617 ლარი დაუკავდა - ირაკლი ხახუბია, ვახტანგ კიკაბიძე, ლევან ვარშალომიძე და ა.შ - კიდევ ვინ არიან "დასჯილთა" შორის?

59 დეპუტატს დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან 1 105 617 ლარი დაუკავდა - ირაკლი ხახუბია, ვახტანგ კიკაბიძე, ლევან ვარშალომიძე და ა.შ - კიდევ ვინ არიან "დასჯილთა" შორის?

"საერთაშორისო გამჭირვალობის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის 53 წევრს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებია, ხოლო 21-ს სიტყვის გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, პარლამენტის 59 წევრს ხელფასიდან საერთო ჯამში 1 105 617 ლარი დაუკავდა.

დოკუმენტში მიმოხილულია პარლამენტის საქმიანობა 2020 წლის 11 დეკემბრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტიანად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას.

  • პარლამენტის წევრთა აქტიურობა

საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;

სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 უმრავლესობის წარმომადგენელია:

სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე;

ხოლო 11 ოპოზიციის წევრს:

გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი; პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი, - ვითხულობთ დოკუმენტში.