ავტორი:

"გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და უხერხული" - ირაკლი მაქაცარია "მშიერი ფოტოგრაფების" სკანდალზე პოსტს აქვეყნებს

"გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წუთი, სამწუხაროა და უხერხული" - ირაკლი მაქაცარია "მშიერი ფოტოგრაფების" სკანდალზე პოსტს აქვეყნებს

პოპულარული წყვილის, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილი ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ფოტოგრაფმა დავით ჭალიძემ "ფეისბუქში" დაწერა, რომ ქორწილში, რომელზეც მთელი თბილისი ლაპარაკობდა, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს არ გაუმასპინძლდნენ. მან მოგვიანებით სტატუსი წაშალა.

ამ თემაზე მაქაცარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პირველ კომენტარს აკეთებს:

"ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან.

ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა! ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე რასაც გასცემთ ასმაგად. ბევრს არ დავწერ იმაზე რაც “ატყდა” სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ.

სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ

პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events" - წერს ირაკლი მაქაცარია.