ავტორი:

"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - რას წერს თათია შარანგია მეუღლესთან დაშორებაზე?

"სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა" - რას წერს თათია შარანგია მეუღლესთან დაშორებაზე?

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და ბიზნესმენი სანდრო შელია დაშორდნენ. პირველად ამის შესახებ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში სტატუსი თავად გამოაქვეყნა. შელია წერდა, რომ ათწლიანი ქორწინების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მძიმე და მტკივნეული იყო, თუმცა კარგად გააზრებული...

განქორწინებაზე კომენტარი თათია შარანგიამაც გააკეთა, თუმცა პიანისტმა და ტელეწამყვანმა "ინსტაგრამზე" საკუთარ გამომწერებს უპასუხა. როგორც ჩანს, ქალი პირად ცხოვრებაზე დასმულმა კითხვებმა დაღალა...

"უამრავი კითხვაა სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი. ჩემი ბიჭების, ჰო, ბიჭების მამა. მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეილებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ.

ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად. ვრჩებით ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად. რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც ერთმანეთს ვპირდებით, არასოდეს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით. მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელში და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე", - წერს შარანგია.

თათია შარანგიასა და სანდრო შელიას ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ. ჟურნალისტს პირველი ქორწინებიდან ლაშა შევარდნაძესთან ორი ვაჟი - ედუ და სანი შევარდნაძეები ჰყავს. კიდევ ერთ ვაჟს ზრდის სანდრო შელია პირველი ქორწინებიდან.

იხილეთ ასევე: