ავტორი:

ნეიმარს თაღლითობის გამო, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგომა

ნეიმარს თაღლითობის გამო, სასამართლოს წინაშე  მოუწევს წარდგომა

ფეხბურთის სუპერვარსკვლავის, ბრაზილიელი ნეიმარისთვის, სკანდალები ცხოვრების თანმდევი ნაწილია. ამჯერად, მას სასამართლოს წინაშე თაღლითობის ბრალდებით მოუწევს წარდგენა.

როგორც BBC-ი წერს, საქმე ეხება წლების წინ ფეხბურთელის ბრაზილიიდან ბარსელონაში გადასვლას, შესაბამის ტრანსფერს და ტრანსფერთან დაკავშირებულ სავარაუდო ფინანსურ დარღვევას.

იურიდიულ საგაში, რომელიც წლებია გაჭიანურდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს, თაღლითობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი თვით ადრე გაიმართება. სასამართლოს წინაშე წარდგება სხვა რამდენიმე ფიგურაც.

ესპანური ანგარიშების თანახმად, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ორი ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბარტომეუ და სანდრო როსელი, ისევე როგორც ნეიმარის მშობლები, ბრალდებულთა შორის არიან.

ამ საქმის ყველა მონაწილე დიდი ხანია უარყოფს საინვესტიციო ფონდ DIS-ის ბრალდებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ 2013 წელს, როდესაც ნეიმარი ბრაზილიურ კლუბ "სნატოსიდან" "ბარსელობაში" გადავიდა, ტრანსფერი ფინანსური დარღვევებით განხორციელდა.