ავტორი:

"მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს" - გოგაშვილის მორიგი განცხადება

"მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს" - გოგაშვილის მორიგი განცხადება

სუს-ის ყოფილი უფროსი სოსო გოგაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

გოგაშვილის თქმით, მზადდება პროვოკაცია მისი ოჯახის წინააღმდეგ.

"როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის დამყარება ჩემი ოჯახიდან დაიწყო, მარიონეტული მთავრობის ხელის ბიჭები გეგმავენ ჩემი შვილების, ოჯახის და ახლობლების წინააღმდეგ ბინძურ პროვოკაციებს. მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, არასამთავროებს, პოლიტიკოსებს, მედიას, დიპლომატიურ კორპუსს - დაიცვან ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი!" - ნათქვამია განცხადებაში.