ავტორი:

"არ დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა მიშას აქციებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ჩვენი პრიორიტეტი არააო" - რას საყვედურობს ჟორჟოლიანი მელიას?

"არ დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა მიშას აქციებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ჩვენი პრიორიტეტი არააო" - რას საყვედურობს ჟორჟოლიანი მელიას?

ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ მიიღებენ მონაწილეობას "უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში".

მისი ინფორმაციით, პარტიის მხარდამჭერების ერთი ნაწილის მხრიდან ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.

როგორც მელია ამბობს, მიშა სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, თუმცა "მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა".

აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი და გარკვეული ახსნა მოითხოვა პარტიის ლიდერისგან, თუ რას გულისხმობდა განცხადებაში:

ნანუკა ჟორჟოლიანი: "აბზაცი რომ მიშა მოიფიქრებდა რამეს მისი თანაგუნდელების ტყვეობიდან დასახსნელად, ბუნდოვანია. (რბილად რომ ვთქვა) რას გულისხმობ? და რამეს აბათილებს ეეგ?"

ნიკა მელია: და რამის გაბათილებას ვცდილობ? პირდაპირ და რბილად თქმის გარეშე განვმარტე, რომ ავტოკრატიული რეჟიმის ცვლილების გარეშე არ ხდება რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება, რომ არსებობდეს ამ 10 წლის მანძილზე თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერს, არ მოუწევდა ციხის გზის გავლა. არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - რეჟიმის ცვლილება.

ნანუკა ჟორჟოალიანი: ნიკა, აქ საუბარია რას ვაკეთებთ პოლიტპატიმრებისთვის, რამდენჯერ ვახსენებთ, რამდენად ვაქტიურობთ მათი თემის ირგვლივ. ვინც არ უნდა იყოს ის, თუმცა განსაკუთრებით მიშასი. ხო, განსაკუთრებით ბევრი მიზეზის გამო.

დარწმუნებული ვარ, მიშა რომ თბილისში ყოფილიყო, გაცილებით უფრო სხვაგვარი იქნებოდა მისი აქტივობები შენს, გიგის და ნებისმიერის პატიმრობის მიმართ, ვიდრე მიშა, რომელიც უკრაინაში იყო.

ეს შენ არ გეხება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება თქვენი ერთი ლიდერის პასუხი, როცა რუსთავში მიშას აქციების დეტალებზე ველაპარაკებოდი, რუსთავი ახლა ჩვენი პრიორიტეტი არააო. კიდევ ბევრი დეტალია, რომელიც ერთხელ აუცილებლად გახდება საჯარო.