ავტორი:

"ქვეყანა სრულადაა მზად აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის" - კიმ ჩენ ინის მორიგი მუქარა

"ქვეყანა სრულადაა მზად აშშ-თან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის" - კიმ ჩენ ინის მორიგი მუქარა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა "სრულადაა მზად აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპიებისთვის."

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, KCNA-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ "აშშ-ისგან ბირთვული საფრთხე ჩრდილოეთ კორეას ავალდებულებს, რომ მიაღწიოს თავის გადაუდებელ ისტორიულ ამოცანას - გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა“.

  • "ჩვენი შეიარაღებული ძალები საგულდაგულოდ მომზადებული არიან იმისათვის, რომ ნებისმიერ კრიზისს უპასუხონ და ჩვენი ერის ბირთვული ომის შემაკავებელი ძალებიც ასევე სრულად მზადაა ზუსტად და ოპერატიულად მობილიზებისთვის“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეაში, სუნგ კიმი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს ბალისტიკური რაკეტების უპრეცედენტო რაოდენობა გამოსცადა.

მათი რიცხვი 31-მდე აღწევს, რაც 2019 წელს გაშვებულ 25 რაკეტაზე მეტია. ივნისში, ჩრდილოეთ კორეის საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ საკუთარი 8 რაკეტა გაუშვა.

"აშშ-მა არასწორად, პროვოკაციულად წარმოაჩინა ჩრდილოეთ კორეის რეგულარული სამხედრო წვრთნები", თქვა კიმმა სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე იმ ცნობების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს.

კიმ ჩენ ინმა კი თქვა, რომ თუ "პრევენციულ დარტყმებ" გაბედავენ, სახრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ-იოლის მთავრობა და სამხედროები "განადგურდებიან."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა