ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ 40 წლის ასაკში პირველად შედგა ბარში ფეხი - "თავს თავდაჯერებულ ადამიანად ვგრძნობ"

ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ 40 წლის ასაკში პირველად შედგა ბარში ფეხი - "თავს თავდაჯერებულ ადამიანად ვგრძნობ"

ბრიტნი სპირსმა "ინსტაგრამის" სთორიში გაამხილა, რომ 40 წლის ასაკში პირველად შედგა ბარში ფეხი. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოში, ბრიტნი რესტორნის ბარში ასისტენტთან ერთად კოქტეილს მიირთმევს: "პირველად ვარ ბარში. თავს თავდაჯერებულ ადამიანად ვგრძნობ", - ამბობს მომღერალი. მან ვიდეოებს სარკასტული წარწერაც დაურთო: "როგორ მიხარია, რომ 13 წლის განმავლობაში კოქტეილის დალევის უფლება წამართვეს. ძალიან მადლობელი ვარ".

<iframe width="320" height="441" src="https://www.youtube.com/embed/w_pAtByL6vE" title="Britney Spears My First time at a bar in 13 year's" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

წლების განმავლობაში, სპირსის გუნდი და ოჯახი გამუდმებით ცდილობდა, ორი შვილის დედა ალკოჰოლისგან შორს ყოფილიყო. მისი მეურვეობის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 13 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, ნათქვამია, რომ მას არ შეეძლო ალკოჰოლის დალევა. მომღერალმა "ინსტაგრამის" 1 თვის წინ დადებულ პოსტში ისიც დაწერა, რომ მისი მამა, ჯეიმი სპირსი და ძმა, ბრაიან სპირსი, კვირაში რამდენჯერმე აიძულებდნენ ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებას. მომღერლის თქმით, ლას-ვეგასში ოთხწლიანი ცხოვრების განმავლობაში,მას ალკოჰოლის დალევის უფლება საერთოდ არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესის სასამართლო ნოემბერში დათანხმდა სპირსის მეურვეობის შეწყვეტას და ბრიტნი სპირსს მისი 60 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაზე კონტროლის უფლება მიეცა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა