ავტორი:

"მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო" - არჩილ თალაკვაძე გუდაურის ტრაგედიაზე

"მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო" - არჩილ თალაკვაძე გუდაურის ტრაგედიაზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

"მიუვალ მთებში არ დარჩეთ, გთხოვთ, სახლში ცოცხლები დაბრუნდით გმირებო!"

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაცით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.