ავტორი:

"ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება" - სალომე ზურაბიშვილი

"ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

"ქვეყანაში უმძიმესი წუთებია! სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს! გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა!", - წერს პრეზიდენტი.

გუდაურში დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შს მინისტრის, ვხატანგ გომელაურის განცხადებით ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაიცვალა.