ავტორი:

"მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ" -  გადარჩენილი პარაპლანისტის დედის ემოციური მიმართვა გარდაცვლილთა ოჯახებს

"მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ" -  გადარჩენილი პარაპლანისტის დედის ემოციური მიმართვა გარდაცვლილთა ოჯახებს

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის და უსამძიმრებს.

მისი თქმით, ყველას პატიებას სთხოვს, ვისი ოჯახის წევრიც მისი შვილის გადასარჩენად მივიდა და დაიღუპა.

"ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ და მუხლმოდრეკილი ვევედრები, მაპატიეთ. მე ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა, როცა ვუყურებდი, რა დღეში ჩავარდა ამდენი ხალხი", - ამბობს დაშავებულის დედა.

ცნობისთვის, გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ნახეთ ასევე: