ავტორი:

ენტონი ბლინკენი  რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის - The New York Times

ენტონი ბლინკენი  რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის - The New York Times

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ოფიციალურად გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. თუმცა ბლონკენი ამ წნეხს წინააღმდეგობას უწევს, რადგან შიშობს, რომ საპასუხო ნაბიჯი აიძულებს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ამასთან, გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს „აბსოლუტურად შეესაბამება შედეგებს, რომლებიც დადგებოდა რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, შესაბამისად, ბლინკენი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული შედეგები იგივეა. ამასთან, The New York Times წერს, რომ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი შესაძლებელს გახდის ჯარიმების დაწესებას ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესის წარმოებას აგრძელებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ამერიკულ სასამართლოებში შეიტანონ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო.