ავტორი:

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავარიას ემსხვერპლა

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავარიას ემსხვერპლა

სინოდის წევრი, სამთავისის და კასპის ეპარქიის მღვდელმთავარი დამიანე ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

"როგორც ამ ეტაპზე დგინდება, ავტომანქანას მართავდა მძღოლი, შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები კი გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.