ავტორი:

"ოჯახის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ავარიაში დაღუპულის ოჯახს... რაც შეეხება მამუკას მდგომარეობას, წნევა არ რეგულირდება" - რას წერს ონაშვილის დისშვილი?

"ოჯახის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ავარიაში დაღუპულის ოჯახს... რაც შეეხება მამუკას მდგომარეობას, წნევა არ რეგულირდება" - რას წერს ონაშვილის დისშვილი?

უკვე მეორე დღეა მომღერალი მამუკა ონაშვილი მძიმე ავარიის შემდეგ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ წევს. შემთხვევა ორი დღის წინ ღამე ნატახტარის ტერიტორიაზე მოხდა. მანქანას, სადაც მამუკა ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა ავარიაში მოჰყვა და გვერდზე გადაბრუნდა. საჭეს 22 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც საავამდყოფოში გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის მამუკა ონაშვილი, რომელიც ამჟამად აპარატზეა შეერთებული.

მამუკა ონაშვილს მძიმე დაზიანებები აქვს, მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია. ახლობლების განცხადებით, ამ ეტაპზე მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა წნევაა, რომლის დარეგულირებაც ვერ ხდება. გუშინ AMBEBI.GE-სთან საუბრისას ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და აღინიშნება ჰემოდინამიკის რღვევა...

მომღერლის დის შვილი თეონა უსტიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გარდაცვლილი მძღოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და წერს, რომ ბიძის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა...

თეონა უსტიაშვილი:

- ბოდიშს გიხდით რომ პირად შეტყობინებებზე ვერ გპასუხობთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით გამხნევებისთვის და თბილი სიტყვებისთვის.

ვიცი, მჯერა, რომ მალე გამოძვრება ამ მდგომარეობიდან ეს უკეთილესი ადამიანი, ჩემი ყველა სურვილის ამსრულებელი, კეთილი ჯინი მამუკა ონაშბილი! მალე დასრულდება ეს კოშმარი!

ახლა რაც შეეხება მოცემულობას - ამ დროისთვის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, წნევა არ რეგულირდება.

აქვე მინდა მამუკას და ჩვენი ოჯახის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ამავე ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს

მადლობა