ავტორი:

"ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის "ნაციონალური მოძრაობისთვის“, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თავი დაიხურება" - ვაშაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე

"ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის "ნაციონალური მოძრაობისთვის“, საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თავი დაიხურება" - ვაშაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე

ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქართული პოლიტიკისთვის საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი, - ამის შესახებ დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა შეაფასა.

მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მიზნით საერთაშორისო დონეზე არაერთი ადამიანი მუშაობს.

"ევრი ადამიანი მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად სააკაშვილი გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.