ავტორი:

ბათუმი ლიბერთინსის ფესტივალს „Teenფესტს“ მასპინძლობს - სიურპრიზები, რომლებიც მისულ სტუმრებს ელოდებათ

ბათუმი ლიბერთინსის ფესტივალს „Teenფესტს“ მასპინძლობს - სიურპრიზები, რომლებიც მისულ სტუმრებს ელოდებათ

10 აგვისტოს ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“ ლიბერთინსის ლიტერატურულ ფესტივალს „Teenფესტს“ მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელთა შორის არის წიგნის პრეზენტაცია, კონკურსი, გათამაშება და სხვა.

უფრო კონკრეტულად ღონისძიებათა სერია მოიცავს:

  • ლიტერატურული კონკურსის „გახდი ლიბერთინსელი“ გამარჯვებულების გამოვლენასა და მათ საზეიმო დაჯილდოებას;
  • თინეიჯერების რჩეული წიგნის - ადამ სილვერას „ბოლოს ორივე კვდება“ პრეზენტაციას; ბათუმელი მკითხველი პირველი იქნება, ვინც ავტორის ამ წიგნს შეიძენს.
  • თამაშს „Liberteens ასოციაციობანა“ , რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა სტუმარს შეეძლება. მათ ლიბერთინსის სხვადასხვა პერსონაჟი უნდა გამოიცნონ, ყველაზე მეტი პასუხის ავტორი კი დაჯილდოვდება;
  • ლიბერთინსის ცნობილ 10-კითხვიან "Quiz გათამაშებას“, რომლის 10 გამარჯვებულსაც ჯილდო გადაეცემა;
  • სახალისო თამაშს „იძირება გემი“. ეს ლიტერატურული შეჯიბრი ჩატარდება მოზარდ მკითხველებში, იმის გამოსავლენად, თუ ვის უფრო მეტი ლიბერთინსის სერიის წიგნი აქვს წაკითხული;·
  • საინტერესო სპიკერებთან შეხვედრებს, სიურპრიზებსა და საჩუქრებს.

ლიბერთინსის ლიტერატურული ფესტივალი ბათუმის ცხელ დღეებს უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოს და სახალისოს გახდის. Teenფესტზე გელოდებათ დიდი მხიარულება და უამრავი სიურპრიზი, საზაფხულო უალკოჰოლო კოქტეილები, საჩუქრები და სხვა.

ფესტივალი 19:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ბათუმი / „ბიბლუსი გალერეა“, აბაშიძის და ვაჟა- ფშაველას კვეთა 52/16

#შენითაობისარჩევანი #ლიბერთინსი #ლიტერატურულიფესტივალი #ბათუმი #პალიტრაL

R