ავტორი:

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა, რომელიც მაყურებელს მანქანის მოპარვას ასწავლის, ქურდობის შემთხვევები რეალურად გაზარდა

TikTok-სა და YouTube-ზე გამოქვეყნებულმა პოპულარულმა Kia Challenge ("კიას" გამოწვევა) ვიდეოებმა, აშშ-ში, მანქანის ქურდობის შემთხვევების ზრდა გამოიწვია, რადგან ინსტრუქციული ვიდეოები გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვიპაროთ მანქანა მხოლოდ USB კაბელის გამოყენებით.

"ტიკტოკის" რამდენიმე სხვადასხვა ექაუნთზე ატვირთული ვიდეოები გვიჩვენებს მანქანის ქურდებს, რომლებიც KIA-სა და Hyundai-ს მანქანებს USB კაბელის გამოყენებით ქოქავენ. ზოგ ამგვარ ვიდეოში ქურდები, რომლებსაც "კიას ბიჭებს" უწოდებენ, მოპარულ მანქანებს გამიზნულად აჯახებენ და შემდეგ ადგილზევე ტოვებენ მათ.

მილუოკიში, სადაც ეს ტრენდი დაიწყო, "ჰიუნდაისა" და "კიას" მოდელების ქურდობა წინა წელს, ავტომობილების ქურდობის 66%-ს შეადგენდა, ამ დროისთვის კი ეს რიცხვი 2.500%-ითაა გაზრდილი. ფლორიდის პოლიციის დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ მათაც შენიშნეს "უცნაური ტრენდი", რომელიც მანქანების ქურდობას უკავშირდება.

"11 ივლისიდან მოპარული 56 მანქანიდან 23 არის KIA და Hyundai-ს მოდელები, რომლებიც 2021 წლის ან უფრო ძველი გამოშვებულია. ეს მანქანები ძრავის დასაქოქად გასაღებს იყენებენ", - წერს პოლიციის დეპარტამენტი "ტვიტერზე. "ნებისმიერს, ვისაც "კია"/"ჰიუნდაი" ჰყავს, რომელიც გასაღებით იქოქება, გთხოვთ, გაფრთხილდეთ", - ასეთია სამართალდამცავების მოწოდება.

ანალოგიურად, KIA-სა და Hyundai-ს მანქანები ქურდობის სამიზნედ იქცა არლინგტონში, ტეხასსა და ცინცინატიში.

USA Today-ისთვის გაგზავნილ განცხადებებში, "კიამ" და "ჰიუნდაიმ" განაცხადეს, რომ ისინი საქმის კურსში არიან ქურდობების შესახებ და რომ მათი ყველა ავტომობილი აკმაყოფილებს ან აღემატება მანქანების უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა