ავტორი:

აშშ-მა პუტინის საყვარელ ქალს, ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

აშშ-მა პუტინის საყვარელ ქალს, ალინა კაბაევას სანქციები დაუწესა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პარტნიორს, ალინა კაბაევას.

39 წლის კაბაევა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი წევრია და ამჟამად "ეროვნული მედია ჯგუფის“ ხელმძღვანელია, რომელიც კრემლისტური სამაუწყბელო და ბეჭდვით ორგანიზაციებს აერთიანებს.

ცნობისთვის, აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კაბაევას წინააღმდეგ სანქციების დაწესება ოფიციალური ვაშინგტონის მიერ განიხილებოდა, თუმცა არსებობდა შეშფოთება, რომ ასეთი ნაბიჯი რუსეთთან დაძაბულობას გაამწვავებდა, მისი პუტინთან სიახლოვის გამო.

შეგახსენებთ, კაბაევას მანამდე სანქციები ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესეს.