ავტორი:

ბრედ პიტის "მხიარული მოდის" ეპოქა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა სტანდარტულ კლასიკურ სამოსზე უარი თქვა

ბრედ პიტის "მხიარული მოდის" ეპოქა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა სტანდარტულ კლასიკურ სამოსზე უარი თქვა

ბრედ პიტმა საბოლოოდ თქვა უარი სტანდარტულ შავ კოსტიუმებზე და კვლავ გააოცა ფანები თავისი საუცხოო ჩაცმულობით. ბრედი ამჯერად ლოს ანჯელესის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მსახიობს მუქი და მოსაწყენი ფერების ნაცვლად, ნათელი მხიარული ფერის სამოსი ეცვა.

ასეთი არტისტული ფორმით ის "Bullet Train"-ის პრემიერას დაესწრო.

რატომ გამოიწვია პიტის ჩაცმულობამ მოწონება? ეს ფერების შეხამებამ განაპირობა. ბრედს მწვანე ფერის ტილოს კოსტიუმი ეცვა ზურმუხტისფერ მაისურზე. ეს ორი ფერი ერთად სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. სამოსს ოქროსფერი ზოლები ამშვენებდა, საერთო სტილს კი ბრედმა ამავე ფერის Adidas x Gucci-ის კედები შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში, ინტერნეტ სივრცეს ბოლო კაბაში გამოწყობილი ბრედ პიტის ფოტოები ვირუსულად მოედო. ეს სამოსი ჰოლივუდის ვარსკვლავმა ახალი ფილმის პრემიერაზე ჩაიცვა.

ამგვარი უცხო სტილის სამოსზე თვალის შევლების შემდეგ, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მსახიობისთვის ყველაზე "მხიარული მოდის" ეპოქაა.

მოამზადა ანა სიბოშვილმა